მეორე ტურში გამართულ 5 შეხვედრაში საკმაოდ ცოტა გოლი გავიდა – მხოლოდ 11, ანუ საშუალოდ თამაშში – 2,2 გოლი. მაგრამ პირველ ტურზე უფრო უხვგოლიანი იყო. სეზონის სასტარტო მატჩებში გუნდებმა მხოლოდ 7-ჯერ მოახერხეს გატანა – ანუ საშუალოდ, 1,4 გოლი მატჩში.
მეორე ტურის ყველაზე უხვგოლიანი „დინამო-არენაზე“ გამართული მატჩი გამოდგა, სადაც „ლოკომოტივმა“ „თელავს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
III ადგილი, თორნიკე ახვლედიანი, „დინამო თბილისი“
მე-3 ადგილზე „დინამო თბილისის“ თავდამხმელის, თორნიკე ახვლედიანის გოლი დავასახელეთ, რომელიც მისთვის თბილისური კლუბის ფორმით სადებიუტო აღმოჩნდა. მილან რადინის მშვენიერი გადაცემა „დინამოს“ 21 წლის თავდამსხმელმა ჩინებული თავური დარტყმით დააგვირგვინა – ძალიან ეფექტური კომბინაცია იყო და ვერ გაარჩევ, გოლი უფრო ლამაზია თუ გადაცემა.
II ადგილი, ლაშა შერგელაშვილი, „თელავი“
მე-2 ადგილზე ლაშა შერგელაშვილის გოლია. „თელავის“ ფლანგის მოთამაშემ „ლოკომოტივის“ კარისკენ დანიშნული საჯარიმოს ჩინებულად შეასრულა და მეგარე გიორგი მამარდაშვილს შანსი არ დაუტოვა. ასეთ შესრულებას ნებსმიერი დონის ფეხბურთელი ხელს მაოწერდა.
I ადგილი – პაატა ღუდუშაური, გორის „დილა“
პირველ ადგილზე გორის „დილას“ თავდამსხმელის, პაატა ღუდუშაურის გოლი დავასახელეთ, რომელიც „სამტრედიასთან“ გაიტანა. რატომ ვამჯობინეთ სხვა გოლებს? გარდა იმისა, რომ მშვენიერი დარტყყმით გახსნა ანგარიში, 23 წლის თავდამსხმელმა ლამაზი მოძრაობებით ორი მცველი ჩამოიტოვა და გაიტანა კარში, როდესაც მეკარის გარდა, სამი მცველი ეფარებოდა. მაგრამ ღუდუშაურმა ბურთი დაუცველ კუთხეში გაგზავნა და ულამაზესი გოლი გაიტანა.