„საბურთალოს“ მე-500 გოლის ავტორი ლაშა შინდაგორიძეა [ვიდეო] #1TVSPORT
„საბურთალოს“ მე-500 გოლის ავტორი ლაშა შინდაგორიძეა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩში ლაშა შინდაგორიძემ „საბურთალოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – მაგრამ მის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გოლი იმითაც იყო გამორჩეული, რომ კლუბის ისტორიაში საიუბილეო, მე-500 გამოდგა.

1999 წელს დაარსებული „საბურთალო“ ეროვნულ ლიგაში 2015 წლიდან თამაშობს. მიუხედავად მოკლე პერიოდისა, ამ ხნის განმავლობაში თბილისურმა კლუბმა მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა (2018), შემდეგ თასი (2019, 2021) და სუპერთასი (2020).

მე-100 გოლი გურამ გოშთელიანმა გაიტანა, ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც „საბურთალო“ პირველ ლიგაში ასპარეზობდა. მე-200 გოლი გიორგი ხარაიშვილის ანგარიშზეა – „რობიმ“ 2016 წელს გაიტანა. მე-300 გოლის ავტორი დავით ვოლკოვი გახდა, რომელიც ამჯამად აზერბაიჯანული „ზირას“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. მან საიუბილეო ბურთი 2018 წელს შეაგდო, როდესაც გუნდი პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

მე-400 გოლი კი თბილისური კლუბის ყოფილი ლეგიონერის, კენიელი ელვინ ტერას ანგარიშზეა, რომელიც „საბურთალოში“ 6 წლის განმავლობაში თამაშობდა.

 

საიუბილეო გოლის ავტორები, წლები და მეტოქეები:

მე-100 გოლი: გურამ გოშთელიანი

2015 წელი, 5 მარტი, ლოკომოტივი – საბურთალო 3:2

 

მე-200 გოლი: გიორგი ხარაიშვილი

2016 წელი, 20 ნოემბერი, საბურთალო – ზუგდიდი 3:1

 

მე-300 გოლი: დავით ვოლკოვი

2018 წელი, 3 ნოემბერი, საბურთალო – რუსთავი 2:1

 

მე-400 გოლი: ელვინ ტერა, 2020 წელი

11 აგვისტო, სამტრედია – საბურთალო 1:2

 

მე-500 გოლი: ლაშა შინდაგორიძე

2022 წელი, 8 მაისი, ტორპედო – საბურთალო 0:1