ორივე ქართველი ბელარუსის ჩემპიონ გუნდში რჩება
ორივე ქართველი ბელარუსის ჩემპიონ გუნდში რჩება

სოლიგორსკის „შახტიორი“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, 2020 წლის ბელარუსის ჩემპიონი გახდა და ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ამიტომ გუნდში მიმდინარე მოვლენებზე ბევრი იწერება.

კითხვები, უპირველესად, შემადგენლობის თაობაზე დაისვა – ვინ დარჩება და ვინ მივა. ბელარუსული გამოცემა „ტრიბუნა“ ამტკიცებს, რომ ქართველები ჩემპიონ გუნდში დარჩებიან.

„როგორ შეიცვლება მიმდინარე სეზონში „შახტიორის“ შემადგენლობა? ვინ მოვა და ვინ გაათავისუფლებს სამუშაო ადგილებს? ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი, მაგრამ ქართველი ლეგიონერები გიორგი დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე, სავარაუდოდ, სოლიგორსკში დარჩებიან – ორივეს კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდეა გათვლილი“, – წერს „ტრიბუნა“.

27 წლის ქართველი პლეიმეიკერის, გეგა დიასამიძის ბელარუსში ჩასვლისთანავე, სოლიგორსკშიშახტიორში“ პატარა დიასპორა ჩამოყალიბდა. გეგა დიასამიძე შეუერთდა ნახევარმცველ ლაშა შინდაგორიძეს. ამას გარკვეულწილად ხელი შეუწყო საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა, რომელიც კლუბის სპორტული დირექტორია.