ქართველი დირექტორი და ორი მოთამაშე ბელარუსის ჩემპიონები გახდნენ
ქართველი დირექტორი და ორი მოთამაშე ბელარუსის ჩემპიონები გახდნენ

სოლიგორსკის „შახტიორმა“ ბელარუსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდმა, სადაც ორი ქართველი ირიცხება, 30-ე ტურში „მინსკი“ 4:2 დაამარცხა და კონკურენტებს გაასწრო.

არადა, ბოლო ტურამდე სოლიგორსკის „შახტიორი“ 56 ქულით მეორე ადგილზე იყო და ქულით ჩამორჩებოდა ბელარუსის ბოლო 20 წლის საუკეთესო გუნდს, ბორისოვოსბატეს“, რომელიც გასვლაზე მინსკის „დინამოს“ ესტუმრა და 0:0 ითამაშა. სოლიგორსკელებმა 59 ქულა დააგროვეს, კონკურენტს გადაასწრეს და ოქროს მედლებს 15-წლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლნენ.

გუნდში ორი ქართველი ირიცხებოდა – ლაშა შინდაგორიძე და გეგა დიასამიძე. ორივე მათგანი „საბურთალოს“ შემადგენლობაში 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. შინდაგორიძე მე-3 ტურში დაშავდა და აქამდე მოედანს ვერ დაუბრუნდა – მას ჯვარედინი იოგები აქვს გაწყევტილი. დიასამიძე სეზონის დასაწყისში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო. შემდგომ კი მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, ანგარიშზე კი 2 გოლი ჩაიწერა.

გუნდის სპორტული დირექტორი, ალექსანდრე რეხვიაშვილია, რომელსაც სეზონის დასაწყისში გუნდის ფანები დაუპირისპირდნენ და მისი გადადგომა და მის მიერ აყვანილი მოთამაშეების გაშვება ითხოვეს. მან კი სოლიგორსკის „შახტიორში“ ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი, რომან გრიგორჩუკი აიყვანა, რომელმაც გუნდი დაალაგა და გამოჩნდა, რომ რეხვიაშვილს ტყუილად ერჩოდნენ.