„შევარდენი 1906“ ლეგიონერებმა და ვეტერანმა დატოვა
„შევარდენი 1906“ ლეგიონერებმა და ვეტერანმა დატოვა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ის მე-17 ტურში „შევარდენი 1906“ „ზუგდიდს“ ესტუმრება. თბილისური კლუბი ამ მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება.

ლიგის ერთ-ერთი ლიდერის რიგები ოთხმა ლეგიონერმა დატოვა. „შევარდენი-1906“-ში საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს, რომ პირველი ორი წრის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, გუნდს უკრაინელი ფეხბურთელები დაემშვიდობნენ.

ლაპარაკია ალექსი მაიდანევიჩზე, ოლეკსანდრ ერმაჩენკოზე, ევჰენი ჩუმაკსა და ოლეკსანდრ ბატალსკიზე, რომლებიც გუნდში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მათი წასვლით „შევარდენი-1906“ ლეგიონერების გარეშე დარჩა.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ „შევარდენი 1906“-ის ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა ჯიქიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 35 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა თბილისური გუნდის ღირსება ზედიზედ ორ სეზონში, 2018-2019 წლებში დაიცვა და 34 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.