კოხრეიძე მოედანს დაუბრუნდა - „საბურთალოს“ თავდამსხმელმა პირველივე შეხვედრაში დუბლი შეასრულა #1TVSPORT
კოხრეიძე მოედანს დაუბრუნდა - „საბურთალოს“ თავდამსხმელმა პირველივე შეხვედრაში დუბლი შეასრულა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზაზესაბურთალომ“ საკონტროლო მატჩი „შევარდენი 1906“-თან გამართა და ამხანაგურ მატჩში მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:2 დაამარცხა. 

დუბლი რაფიქ ამინუმ შეასრულა, თითო გოლი კი აკაკი შულაიასა და დმიტრი მანდრიჩენკოს ანგარიშზეა. თუმცა, ამ შეხვედრაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანზე გიორგი კოხრეიძის დაბრუნება იყო – ტრავმით გამოწვეული რვთვიანი პაუზის შემდეგ „საბურთალოს“ კაპიტანი მოედანს ძალიან კარგად დაუბრუნდა. 22 წლის თავდამსხმელი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო და დუბლი შეასრულა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „საბურთალოს“ თავდამსხმელი 2020 წლის 18 ივლისს საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში „ლოკომოტივთან“ შეხვედრის ბოლო წუთზე დაშავდა. მას ჯვარედინი მყესები დაუზიანდა. ტრავმის გამო კოხრეიძისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა, ოპერაცია გაიკეთა და მოედანს მხოლოდ შვიდთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

გიორგი კოხრეიძე „საბურთალოს“ თებერვალში თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, მანამდე კი ესპანეთში რეაბილიტაციის კურსი დაასრულა და ფიზმომზადების მწვრთნელის, მილოვან მატიასევიჩის დახმარებით დაბრუნება მოახერხა.