„შევარდენმა“ „თელავს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია
„შევარდენმა“ „თელავს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე დღეს მესამე ამხანაგური მატჩი გამართა და თბილისის „შევარდენი 1906“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0.

„თელავმა“ ამჯერად შერეული შემადგენლობით ითამაშა – მთავარმა მწვრთნელმა ახალწვეულებთან ერთად, გასინჯვაზე მიწვეული მოთამაშეებიც ათამაშა. თელაველები უპირატესობას ფლობდნენ და ეს შედეგში ასახეს – ჰეთ-თრიქი ლუკა სოსიაშვილმა შეასრულა, მეოთხე კი გიორგი კანდელაკმა გაიტანა.

შევარდენთან“ მატჩით ეროვნული ლიგის გუნდმა მზადების პირველი ეტაპი დაასრულა, სადაც სულ სამი მატჩი ჩაატარა – წინა ორ შეხვედრაში რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა საგარეჯოს „გარეჯი“ 4:3 დაამარცხეს, ხოლო ბათუმის „დინამოსთან“ ფრედ ითამაშეს 1:1.

11 თებერვალს „თელავი“ ორკვირიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება – ანტალიაში მეორე მოსამზადებელ ეტაპზე საფეხბურთო კლუბი 4-5 საკონტროლო შეხვედრას გამართავს.