„გაგრამ“ მოგება ბოლო წამზე ხელიდან გაუშვა - მაქაცარია ბომბარდირებში დიდი სხვაობით ლიდერობს #1TVSPORT
„გაგრამ“ მოგება ბოლო წამზე ხელიდან გაუშვა - მაქაცარია ბომბარდირებში დიდი სხვაობით ლიდერობს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეშვიდე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა და პირველი სათამაშო დღის მსგავსად, სტუმრებმა ამჯერადაც ვერ მოიგეს.

„დინამო“ ზგ – „მერანი“ თბ – 2:1

განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ზუგდიდის „დინამომ“ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და 24-ე წუთზე ნიკა აფხაზავას გოლით დაწინაურდა. 48-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა თბილისელთა ვეტერანმა თავდამსხმელმა, ზვიად მეტრეველმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 54-ე წუთზე ზუგდიდელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა, ირაკლი კლიმიაშვილმა ბექა ჭკუასელის გადაცემით ისარგებლა და „დინამოს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა – 2:2.

„შევარდენი 1906“ – „გაგრა“ 1:1

თბილისის „შევარდენი 1906“-მა ერთ-ერთი ლიდერი, „გაგრა“ კასპის ახალ სტადიონზე მიიღო და ქულა წაართვა 1:1. თუმცა, „გაგრას“ მოგების რეალური შანსი ჰქონდა – საქართველოს თასის მფლობელი 72-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ ლამაზი, მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დააწინაურა. ვასილ ხოსიტაშვილის ფლანგურ გადაცემას „გაგრას“ და ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა თავით მიმართულება ზუსტად შეუცვალა – 0:1. სტუმრები მსაჯის საფინალო სასტვენის მოლოდინში იყვნენ, როდესაც საკუთარ კარში გოლი მიიღეს. 90+4-ე წუთზე, დამატებაზე თემურ ბექაურმა მცველს დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

ეროვნული ლიგა 2 სატურნირო ცხრილი

კლუბი თ ქ

1. სიონი 7 21

2. გაგრა 7 14

3. მერანი მრ 7 12

4. დინამო ზგ 7 12

5. მერანი თბ 7 8

6. გარეჯი 7 8

7. რუსთავი 7 7

8. ვიტ ჯორჯია 7 7

9. შევარდენი 7 5

10. ჩიხურა 7 4

ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში „გაგრას“ თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია დაწინაურდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში გამართულ შვიდ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა. საგოლე გადაცემებში კი ბოლნისის „სიონის“ ნახევარმცველი გიორგი კორიფაძე სამი გადაცემით დაწინაურდა.

ბომბარდირები

1. თამაზ მაქაცარია, გაგრა 9 გოლი

2. შეიკნე სილა, მერანი მრ 5

3. გიორგი კორიფაძე, სიონი 5

საგოლე პასი

1. გიორგი კორიფაძე, სიონი 3 პასი

2. გიორგი ღვინაშვილი, ჩიხურა 2

3. თამაზ მაქაცარია, გაგრა 2

4. ივანე ხაბელაშვილი, გაგრა 2

5. გიორგი ვეკუა, გაგრა 2

6. გიორგი ჭანუყვაძე, დინამო ზგ 2

7. თორნიკე მუზაშვილი, ვიტ ჯორჯია 2