შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობის აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
მარად შავაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
,,112-ის ბრიგადამ შემოიყვანა მამაკაცი. მას აღენიშნებოდა ჰიპოგლიკემია (შაქრის დაბალი დონე). იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და უტარდება სათანადო გამოკვლევები. მისი მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, „ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით შიმშილობის აქცია მე-12 დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.