შეკვეთილში, სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს
შეკვეთილში, სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს

შეკვეთილში, სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ იმუნიზაცია 10-დან 18 საათამდე შაბათ-კვირის ჩათვლით „სინოვაკისა” და „ფაიზერისვაქცინებითაა შესაძლებელი. „ფაიზერით“ ვაქცინაცია ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ხორციელდება, სხვა ვაქცინებით კი, ყოველ დღე. რაც შეეხება „სინოფარმს“, მეორე დოზაზე ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.

გურიის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით უწყვეტად მიმდინარეობს.