ურეკი-შეკვეთილის, ასევე გრიგოლეთის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაიწმინდა
ურეკი-შეკვეთილის, ასევე გრიგოლეთის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაიწმინდა

გურიის რეგიონის საკურორტო ზონებში დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში, დღეს ურეკი-შეკვეთილის, ასევე გრიგოლეთის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაიწმინდა.

ამასთან, სანაპიროზე დამატებით 500 ურნა განათავსეს.

საკურორტო ზონებში ვითარებას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

„უამინდობისა და ძლიერი ღელვის შედეგად ხდება სანაპიროს დანაგვიანება. „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის” თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ სანაპირო ზოლს. დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, დასუფთავების სამუშაოები სისტემატიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

უხვი ნალექისა და შტორმის გამო გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე ნარჩენები დაგროვდა, ადგილზე დილიდან სპეციალური ტექნიკა მუშაობდა.