დაბა ურეკსა და შეკვეთილში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან
დაბა ურეკსა და შეკვეთილში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან

გურიაში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკსა და შეკვეთილში სხვადასხვა ტიპის სამუშაო მიმდინარეობს. დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი, ასევე, მიმდებარე ტერიტორია და ფიჭვნარი.

საკურორტო ზონაში არსებულ ვითარებას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია ოზურგეთის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად გაეცნო.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსგავსი ტიპის აქციები პერმანენტულად ჩატარდება.