დღეიდან შეკვეთილში მდებარე პარკი „ციცინათელა“ მუშაობას განაახლებს
დღეიდან შეკვეთილში მდებარე პარკი „ციცინათელა“ მუშაობას განაახლებს

დღეს, 18:00 საათიდან შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ მუშაობას განაახლებს.

იმუშავებს ყველა ღია ტიპის ატრაქციონი, გარდა დახურული დარბაზებისა,

„პარკის ადმინისტრაცია შეგახსენებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსის პრევენციისთვის: გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხო დისტანცია, დაიცავით ზოგადი ჰიგიენის წესები, ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი. პირბადეები თუ სხვა ნარჩენები განათავსეთ პარკის ტერიტორიაზე არსებულ სპეციალურ სანაგვე ურნებში. მოერიდეთ ჯგუფურ თავშეყრას და დაიცავით ატრაქციონებზე განთავსების ყველა წესი.

აქვე მოგახსენებთ, რომ აუცილებელია გარკვეული ზონების პერიოდული დეზინფიცირება, რაც დროგამოშვებით გამოიწვევს მცირედ შეფერხებას რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს“, – ნათქვამია პარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.