შალვა პაპუაშვილი - ყველა თანხმდება, რომ ე.წ. მოსმენების კანონს ნული სამართლებრივი პრობლემა აქვს, არავის აქვს შენიშვნა, რომ რომელიმე უფლებრივი სტანდარტი ირღვევა, დარჩა იგივე რიტორიკა, რაც გვესმოდა
შალვა პაპუაშვილი - ყველა თანხმდება, რომ ე.წ. მოსმენების კანონს ნული სამართლებრივი პრობლემა აქვს, არავის აქვს შენიშვნა, რომ რომელიმე უფლებრივი სტანდარტი ირღვევა, დარჩა იგივე რიტორიკა, რაც გვესმოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არავის აქვს შენიშვნა, რომ ე.წ. მოსმენების კანონით რომელიმე უფლებრივი სტანდარტი ირღვევა და კანონი არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი არ არის.

„პრეზიდენტის ვეტოს გავეცანით. ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. ვენეციის კომისიის განცხადებაც ვნახეთ. არგუმენტაცია დაახლოებით ერთნაირია. ყველა თანხმდება, რომ ე.წ. მოსმენების კანონს ნული სამართლებრივი პრობლემა აქვს. არავის აქვს შენიშვნა, რომ ამ კანონით რომელიმე უფლებრივი სტანდარტის დარღვევა ხდება. მაგალითად, არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას არ ეწინააღმდეგება. სამართლებრივი შენიშვნა არ არის და სამართლებრივი არგუმენტი არ არის. იგივე რიტორიკა დარჩა, რაც მანამდე გვესმოდა. პარლამენტმა კანონპროექტის განხილვას სამი თვე მოანდომა. პროცესში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. არც ერთ ჯერზე სამართალებრივი დასკვნა არ იყო წარმოდგენილი. ვენეციის კომისიამ უნდა თქვას, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება თუ არა რომელიმე საერთაშორისო პრაქტიკას ან ადამიანის უფლებებს. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ ეს არც ერთ სტანდარტს არ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.