შალვა პაპუაშვილი - „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალურ ფონდს“ კონგრესი აფინანსებს, ამიტომ ჯობია, თავად იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ
შალვა პაპუაშვილი - „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალურ ფონდს“ კონგრესი აფინანსებს, ამიტომ ჯობია, თავად იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ

„ამერიკის დემოკრატიის ნაციონალურ ფონდს“ კონგრესი აფინანსებს, ამიტომ სჯობს, თავად იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილს კითხეს ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილზე, რომელიც კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება.

„კონგრესის მხრიდან ფინანსდება „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ – MED-ი, რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს. ამიტომ, ამ წუხილებს ჯობია, იქნება ეს კონგრესი თუ აშშ-ის სხვა სტრუქტურები, გაასაჯაროონ და იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ. თუ არაფერი არ აქვთ დასამალი და შემოსული დაფინანსება არის კეთილშობილური, ის იქნება გამჭვირვალე. რადგან იმალება, თან ამ აჟიოტაჟისა და მოწოდებების ფონზე, გაასაჯაროონ. რატომ მალავენ იმ ფულს, რომელიც შემოედინება საქართველოში და მერე შემთხვევით ვიგებთ, რომ ხმარდება რადიკალურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, – აღნიშნა პაპუაშვილმა.