„სევილიამ“ საკუთარ ოფიციალურ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლეს. „სევილიას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე 62 წლის ხოაკინ კაპაროსი უხელმძღვანელებს. ადრე ის 2000-05 წლებში ავარჯიშებდა „სევილიას“ და პირველივე წელს ეს გუნდი მეორედან უმაღლეს დივიზიონში გადაიყვანა.
მონტელა „სევილიას“ 2017 წლის 28 დეკემბერს ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით, ესპანურმა კლუბმა 28 მატჩში 10-ჯერ წააგო, მათ შორის, ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონასთან“ (0:5).
პარასკევს „სევილიამ“ სტუმრად წააგო „ლევანტესთან“ (1:2) და შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. გუნდი მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 18 ქულით ჩამორჩება.