„სევილიამ“ მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარი გუნდიდან გაუშვა #1TVSPORT
„სევილიამ“ მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარი გუნდიდან გაუშვა #1TVSPORT

ესპანური „სევილიის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მენდილიბარის გაშვება მიმდინარე სეზონში ნაჩვენებმა ცუდმა შედეგებმა განაპირობა. „სევილიამ“ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 11 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო.

62 წლის სპეციალისტმა ანდალუსიური გუნდი გასული წლის მარტში ჩაიბარა, როდესაც „სევილია“ ლა ლიგის გასავარდნ ზონასთან ახლოს იყო.

მან გუნდს სეზონის ბოლოს ევროპის ლიგა მოაგებინა, პლეიოფიდან კი ისეთი გუნდები გამოთიშა, როგორებიც არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „იუვენტუსი“. ბუდაპეშტში ჩატარებულ ფინალში ესპანურმა გუნდმა „რომა“ დაამარცხა.

„სევილია“  ლა ლიგაში ამ მომენტისთვის მე-14 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში – მესამეზე.