საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოსნიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B ლიგის მეორე ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
48-ე წუთზე ანგარიში საიდ ნიშიჩმა გახსნა, ორ წუთში ბალკანელების უპირატესობა ადემ მუსტაფიჩმა გაზარდა, ხოლო 70 წუთზე საიდ ნიშიჩმა პენალტით დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს სან-მარინოსთან გამართავს.