ერთა ლიგა | საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

09:00, 14.11.2026

შაბათს, 14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები უნგრეთს უმასპინძელბს – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ მატჩის წინ გამართულ გამართულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა, მაგრამ ბოლოს დასძინა, რომ მისი გუნდი მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს. იტალიელი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში, „ჯვაროსნები“ შეცვლილი ტაქტიკით ითამაშებენ.

ერთა ლიგა
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    ჩრდილოეთ ირლანდია ჩრდილოეთ ირლანდია
    4
    2
    2
    0
    4
    8
  • 2
    უნგრეთი უნგრეთი
    4
    2
    1
    1
    1
    7
  • 3
    უკრაინა უკრაინა
    4
    1
    1
    2
    -3
    4
  • 4
    საქართველო საქართველო
    4
    0
    2
    2
    -2
    2

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა დაადასტურა, რომ დომინიკ სობოსლაი საქართველოს ნაკრებთან ითამაშებს. თუმცა, ​„ლივერპულის“ ვარსკვლავმა ბუდაპეშტში და თბილისშიც მუხლზე სპეციალური სახვევით ივარჯიშა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ჯერ სრულ მზადყოფნაში არ არის. ამას გარდა, მცირე ტრავმები ​აწუხებთ დამირ რეძიჩსა და დანიელ ლუკაჩს – ისინი, სავარაუდოდ, მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო საშინაო მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება – ტრავმების გამო გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი გამოაკლდნენ, ხოლო „სევილიის“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელი თავის გამოჩენის შანსს სხვა ფეხბურთელებს მისცემს და აქცენტს უფრო გუნდურ თამაშზე გააკეთებს.

საყურადღებო იყო ნაკრებში ტრნავის „სპარტაკის“ ნახევარმცველის, გიორგი მოისწრაფიშვილისა და „დუნაისკა სტრედას“ შემტევის, გიორგი გაგუას მიწვევა. დღევანდელი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი პრობლემა ბურთის კონტროლი და თავდამსხმელებამდე მიტანაა, მოისწრაფიშვილსა და გაგუას კი სწორედ ამ კომპონენტში შეუძლიათ გუნდის გაძლიერება.

ფოტო: Nakrebi.ge

არბიტრი

მატჩს 39 წლის ჩეხი არბიტრი ონდრჟეი ბერკა გაუძღვება, რომელსაც სანაკრებო და საკლუბო დონე საქართველოსა და უნგრეთის გუნდების მონაწილეობით მატჩები აქამდე არ უმსაჯია. ის ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში 2016 წლიდან მსაჯობს, ხოლო ფიფა-ს კატეგორიის არბიტრი 2021 წელს გახდა.

ბერკას ასისტენტები მატეი ვლჩეკი და კამილ ჰაიეკი იქნებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ონდრჟეი პეხანეცი შეასრულებს, ხოლო ვიდეოასისტენტად (VAR) გერმანელი საშა შტეგემანი იმუშავებს, რომელსაც ჩეხი მიროსლავ ზელინკა დაეხმარება.

2001 წლის 1 სექტემბერი. საქართველო – უნგრეთი 3:1. გუნდების კაპიტნები – გიორგი ნემსაძე და ბელა ილეში

ურთიერთშეხვედრები

​საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებები აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერ გამარჯვება უნგრელებს დარჩათ, ერთხელ კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო – 2001 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ჯვაროსნებმა“ მეტოქე 3:1 დაამარცხეს – გოლები შოთა არველაძემ, გოჩა ჯამარაულმა და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს.

მსგავსი