სერხიო რამოსი 18 წლის შემდეგ „სევილიაში“ ბრუნდება #1TVSPORT

12:53, 04.09.2023
PARIS, FRANCE - JUNE 3:  Sergio Ramos #4 of Paris Saint-Germain in action during the Paris Saint-Germain V Clermont, French Ligue 1 regular season match at Parc des Princes on June 3, 2023, in Paris, France (Photo by Tim Clayton/Corbis via Getty Images)

ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი სერხიო რამოსი „სევილიაში“ ბრუნდება – კლუბში, სადაც იწყებდა პროფესიულ კარიერას, – ამის შესახებ წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, 37 წლის რამოსმა შეათანხმა კონტრაქტის დეტალები მშობლიურ კლუბთან, რომელიც 2005 წელს დატოვა და მადრიდის „რეალში“ გადავიდა. სერხიომ უარი უთხრა საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადს“ და ანდალუზიურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სერხიო რამოსის ბოლო კლუბი იყო „პარი სენ-ჟერმენი“, რომელიც გასული სეზონის შემდეგ დატოვა. „სევილიაში“ ესპანელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის.

მსგავსი