„სევილიამ“ ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლა
„სევილიამ“ ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლა

„სევილიამ“ საკუთარ ოფიციალურ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლეს. „სევილიას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე 62 წლის ხოაკინ კაპაროსი უხელმძღვანელებს. ადრე ის 2000-05 წლებში ავარჯიშებდა „სევილიას“ და პირველივე წელს ეს გუნდი მეორედან უმაღლეს დივიზიონში გადაიყვანა.

მონტელა „სევილიას“ 2017 წლის 28 დეკემბერს ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით, ესპანურმა კლუბმა 28 მატჩში 10-ჯერ წააგო, მათ შორის, ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონასთან“ (0:5).
პარასკევს „სევილიამ“ სტუმრად წააგო „ლევანტესთან“ (1:2) და შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. გუნდი მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 18 ქულით ჩამორჩება.