სერგო რატიანი მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად შევიდა
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად შევიდა.
სერგო რატიანის განცხადებით, ის აპირებს საქმეზე დაკავებული 11-მდე პირის მონახულებას და გაეცნობა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ეს ადამიანები გიორგი გახარიას პირადი მძევლები არიან და იმიტომაც ზიან ახლა ციხ3ში, რომ გახარიამ მის მიერ ჩადენილი დანაშაული გადაფატოს. სერგო რატიანის განცხადებით ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა საპატიმრო დაწესებულება რაც შეიძლება მალე დატოვონ.