სერგო რატიანი - დაბალკონტინგენტიან სკოლებში დისტანციის დაცვის პრობლემა არ დგას
სერგო რატიანი - დაბალკონტინგენტიან სკოლებში დისტანციის დაცვის პრობლემა არ დგას

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, დაბალკონტინგენტიან სკოლებში მოსწავლეებს შორის დისტანციის დაცვის პრობლემა არ დგას და ხელისუფლებამ ეს საკითხი უნდა გაითვალისწინოს.

საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რატიანმა სკოლებში სანიტარული და ჰიგიენის ნორმების დაცვის პრობლემაზე ისაუბრა.

„განათლების სამინისტრომ ვერ გადაწყვიტა, როგორ დაიწყოს ახალი სასწავლო წელი, ზოგი პირბადით უნდა იყოს, ზოგი – არა. საქართველოს სკოლების 62 პროცენტი არის ძალიან მცირე კონტინგენტიანი, 300-ზე ნაკლები მოსწავლით. ასევე ძალიან ბევრი სკოლა არის 1 000 ბავშვზე ნაკლები კონტინგენტის. რად უნდა ამას რამე რეგულაცია, ჩვეულებრივად უნდა გაიხსნას ეს სკოლები. 12 ბავშვიანი სკოლები რომ არის, ორი ბავშვი რომ არის, ასეთ სკოლებში რა დისტანციის პრობლემაზეა საუბარი? ამიტომ უნდა გავყოთ ეს საკითხი. მცირე კონტინგენტიან სკოლებში საერთოდ არ არის პრობლემა. სკოლებში ერთადერთი პრობლემა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ გადაუწყვეტელია, ეს არის ის, რომ სკოლების 27 პროცენტში არ არის ხელსაბანი და საპირფარეშოები. ამას უნდა მიხედონ“, – განაცხადა რატიანმა.

დატოვე კომენტარი