სერგი კაპანაძე - შექმნილ ვითარებაში ირაკლი შოთაძის გადადგომა გამოსავალი არ არის
შექმნილ ვითარებაში ირაკლი შოთაძის გადადგომა გამოსავალი არ არის, ეს არის პირველი ნაბიჯი ისევე როგორც პირველი ნაბიჯი იყო პარლამენტში კომისიის შექმნა, რაც ჩვენი მოთხოვნა იყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც სერგი კაპანაძე აღნიშნავს, საბოლოო ამოცანა იმ ადამიანების დასჯაა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ ხელი დააფარეს და მტკიცებულებები გააყალბეს.
„საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება, მაგრამ საზოგადოებრივი ზეწოლა აუცილებელი და მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ირაკლი შოთძემ თანამდეობიდან გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. როგორც შოთაძის განცხადებაშია აღნიშნული, მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება.
„დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება”, – აღნიშნულია შოთაძის განცხადებაში.