სერგი კაპანაძე - ე.წ. ოთხოზორიას სიის გარეშე რეზოლუცია ეფექტური ვერ იქნება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის ფარგლებში, ე.წ. ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია უნდა შემუშავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დოკუმენტი ეფექტური ვერ იქნება.
როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, მზაობის შემთხვევაში, ერთიანი და ძლიერი რეზოლუციის მიღება შესაძლებელი იქნება. მისი თქმით, ერთიანი რეზოლუციის მიღების მიზნით, კონსულტაციები მიმდინარეობს.
“მთავარია, რეზოლუციის ფარგლებში ე.წ. ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია მომზადდეს, სადაც ის ადამიანები შევლენ, რომლებიც მსგავს დანაშაულებზე არიან პასუხისმგებელნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზოლუციას ეფექტი არ ექნება. უმრავლესობას ამის მზაობა აქვს თუ არა, ეს კონსულტაციების შემდეგ გამოჩნდება“, – დასძინა კაპანაძემ.