სერგი კაპანაძე - არ გვჯერა, რომ თურმე, 22:00 საათის მერე გარეთ გამოსვლა რამენაირად ამცირებს „კოვიდის“ გავრცელების საფრთხეს
სერგი კაპანაძე - არ გვჯერა, რომ თურმე, 22:00 საათის მერე გარეთ გამოსვლა რამენაირად ამცირებს „კოვიდის“ გავრცელების საფრთხეს

ჩვენ არ გვჯერა, რომ თურმე, 22:00 საათის მერე გარეთ გამოსვლა რამენაირად ამცირებს „კოვიდის“ გავრცელების საფრთხეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„არც იმის გვჯერა, რომ თურმე, მარტო არჩევნების მერე დადგა ამ შეზღუდვის საჭიროება, მაშინ, როდესაც საზოგადოებამ გაყალბებული არჩევნების გამო პროტესტი გამოთქვა. ამიტომ, ჩვენ აქ ვართ და არ ვემორჩილებით ამ შეზღუდვას; არავის არ მოვუწოდებთ, რომ აქ მოვიდნენ. იმიტომ, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველამ ინდივიდუალურად უნდა აიღოს, მაგრამ ჩვენ აქ ვართ და ამას არ დავემორჩილებით“, – განაცხადა კაპანაძემ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, საზოგადოების დაცინვაა.

„ჩვენ არ ვაპირებთ, ვიყოთ დაცინული და არ ვაპირებთ, ვინმემ ხმები ასე მოგვპაროს. ამიტომ, ჩვენი, თქვენი ხმების და ყველა ადამიანის არჩევანის დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.