სერგი კაპანაძე - აქციის შემდეგ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციები გვექნება, თუ როგორ ვიმოქმედებთ, ერთ-ერთი ვერსიაა ბოიკოტი
სერგი კაპანაძე - აქციის შემდეგ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციები გვექნება, თუ როგორ ვიმოქმედებთ, ერთ-ერთი ვერსიაა ბოიკოტი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს.
როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, აქციის შემდეგ პოლიტიკურ ძალებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება, როგორ იმოქმედებენ, ერთ-ერთ ვერსიად კი ბოიკოტი განიხილება.

„რაც გუშინ მოხდა, არჩევნები არ იყო. არჩევნები არ იყო თავისუფალი და სერიოზული კითხვები არის ლეგიტიმურობაზე. აქციის შემდეგ გვექნება შიდა პარტიული კონსულტაციები, ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებთან, თუ როგორ ვიმოქმედებთ.
ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემაა. ბოიკოტი ერთ-ერთი ვერსიაა, ამაზე გადაწყვეტილებას შიდა კონსულტაციებზე და პარტიებთან მოლაპარაკებების საფუძველზე მივიღებთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.