სერგი გვარჯალაძე - ჩვენი მიზანია ქუჩის მუსიკოსების არა აკრძალვა, არამედ კოორდინაცია და ხელშეწყობა
ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე აცხადებს, რომ ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და მთავარი მიზანი კოორდინაცია და ხელშეწყობაა.
„ქუჩის მუსიკოსების თემამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და მინდა რამდენიმე დეტალს გავუსვა ხაზი. საუბარია არ არის აკრძალვაზე. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ამ სცენას, კოორდინაცია მოვახდინოთ და საშუალება მივცეთ მუსიკოსებს მაქსიმალურად ისარგებლონ ქუჩაში დაკვრით. ვამუშავებთ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის იდეას. და შესაბამისი ბარათები გვინდა შევქმნათ და ისეთი ადგილები შევთავაზოთ მათ სადაც ხმაურის პრობლემა არ შეიქმნება და უფრო მეტი სარგებელს მისცემს მუსიკოსებს. ანუ საუბარია კოორდინაციაზე და ხელშეწყობაზე და არა აკრძალვებზე“, – წერს გვარჯალაძე.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუჩის მუსიკოსები შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ.