სერგი გვარჯალაძე - ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე საუბარი არ არის, პირიქით საუბარია მათ ხელშეწყობაზე 
სერგი გვარჯალაძე - ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე საუბარი არ არის, პირიქით საუბარია მათ ხელშეწყობაზე 

ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე საუბარი არ არის, პირიქით საუბარია მათ ხელშეწყობაზე, რომ კომფორტულ გარემოში იმუშაონ და იმუშაონ იქ, სადაც ბევრი სტუმარი და ინტერესია, – ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.

როგორც სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, მისი მიზანია, რომ ქუჩის მუსიკოსების სცენა კარად იყოს შესწავლილი და მათ პოპულარიზაცია მოხდეს.

„ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე საუბარი არ არის, პირიქით საუბარია მათ ხელშეწყობაზე, რომ კომფორტულ გარემოში იმუშაონ. მათთვის არ იქნება გამოყოფილი სპეციალური ადგილები. ჩვენ მივცემთ რეკომენდაციებს, რადგან გარკვეული კომუნიკაცია გვექნება მათთან რომ ავუხსნათ, რა გეგმები გვაქვს და რა პროექტები. გარდა ამისა, გვინდა, რომ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალების ტრადიცია გავაგრძელოთ. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ დოკუმენტაციაზე, შეიძლება ეს იყოს ბარათები, რომელიც აჩვენებს, რომ ფესტივალის ლაურეატია,  ან გამარჯვებულია, ან უბრალოდ, რომ მონაწილეობა მიიღო. ჩვენი მიზანია, ეს სცენა კარგად შევისწავლოთ და მათ პოპულარიზაციის საშუალება მივცეთ. მაგისთვის მზად ვართ, გამოვიყენოთ ასევე ჩვენი პლატფორმები სოციალურ ქსელში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა, რომ ეს იყოს სახელმწიფო ინტერვენცია. ჩვენი მიზანია, გარკვეული ინიციატივები გავაცნოთ მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მწვავე რეაქციები იყო სოციალურ ქსელში, ვფიქრობ, ძალიან არგუმენტირებული შენიშვნები იყო და საკმაოდ სერიოზულად განვიხილავთ ამას. ჩვენ არ ჩავერევით მათ საქმეში და ეს საბჭოთა მეთოდი იქნება, რომ ჯგუფები ჩვენი გემოვნებით შევარჩიოთ”, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

დატოვე კომენტარი