ქუჩის მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის შესაძლოა, შესაბამისი საბუთი დასჭირდეთ
ქუჩის მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის შესაძლოა, შესაბამისი საბუთი დასჭირდეთ

ქუჩის მუსიკოსები შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ, – ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე აცხადებს.

გვარჯალაძის თქმით, ქუჩაში ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან, რაც „ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს“.

„ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“,- განაცხადა გვარჯალაძემ.

სერგი გვარჯალაძის ინტერვიუს ღამის ეკონომიკის თემაზე სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.