სერგეი ლავროვი- რუსეთის ურთიერთობა დასავლეთთან დღეს უფრო ცუდ დონეზეა, ვიდრე „ცივი ომის" დროს
სერგეი ლავროვი- რუსეთის ურთიერთობა დასავლეთთან დღეს უფრო ცუდ დონეზეა, ვიდრე „ცივი ომის" დროს

დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობები დღეს უფრო ცუდ დონეზეა, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ცივი ომის დროს არსებობდა საკომუნიკაციო არხები და არ იყო რუსოფობია, რომელიც გამოიყურება, როგორც გენოციდი სანქციების საშუალებით“ – თქვა სერგეი ლავროვმა.

სირიაში სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით საუბრისას, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმოდგენილი მტკიცებულებები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა.

ლავროვის თქმით, 7 აპრილს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება არ მომხდარა.