სექტემბერში სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის მორიგი სამიტი გაიმართება
სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის მორიგი სამიტი ფხენიანში 12 ან 13 სექტემბერს გაიმართება. ეს განცხადება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა მუნ ჩუნ ინმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.
სეული და ფხენიანი თანხმდებიან, რომ სამიტის მთავარი მიზანი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებაა.
შეხვედრაში სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრი და ჩრდილოეთ კორეის მშვიდობიანი გაერთიანების კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილეობენ.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერების პირველი შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა.