სექტემბერში სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის მორიგი სამიტი გაიმართება

09:49, 14.08.2018

სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის მორიგი სამიტი ფხენიანში 12 ან 13 სექტემბერს გაიმართება. ეს განცხადება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა მუნ ჩუნ ინმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.

სეული და ფხენიანი თანხმდებიან, რომ სამიტის მთავარი მიზანი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებაა.

შეხვედრაში სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრი და ჩრდილოეთ კორეის მშვიდობიანი გაერთიანების კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილეობენ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერების პირველი შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა.

მსგავსი