კორეის გაერთიანების საკითხში სამხრეთ კორეის მინისტრი აცხადებს, რომ სეულსა და ფხენიანს შორის ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას იღებს
კორეის გაერთიანების საკითხში სამხრეთ კორეის მინისტრი აცხადებს, რომ სეულსა და ფხენიანს შორის ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას იღებს

გაერთიანების საკითხში სამხრეთ კორეის მინისტრი კიმ იონ-ჩხოლი აცხადებს, რომ მზად არის, თანამდებობა დატოვოს. საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპის“ ინფორმაციით, კიმი სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობას იღებს. მინისტრმა თანამდებობის დატოვების ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე წარუდგინა.

„ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხე ამესრულებინა ჩვენი ხალხის მოთხოვნები მშვიდობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით კორეის ნახევარკუნძულზე“, – განაცხადა კიმ იონ-ჩხოლიმ. 

ფხენიანსა და სეულს შორის ურთიერთობა ბოლო რამდენიმე კვირაა კიდევ უფრო დაიძაბა. 16 ივნისს ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან, ქალაქ კესონთან ერთობლივი სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა.