ფხენიანში აცხადებენ, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეისთვის გრძელვადიან საფრთხედ რჩება
ფხენიანში აცხადებენ, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეისთვის გრძელვადიან საფრთხედ რჩება

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, რი სონ გვონის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის პოლიტიკის ანალიზით, აშშ ჩრდილოეთ კორეისთვისგრძელვადიან საფრთხედ რჩება.

აქვე ნათქვამია, რომ საფრთხესთან დასაპირისპირებლად ქვეყანა უფრო საიმედო სამხედრო ძალებს შექმნის.

ფხენიანში აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის იზოლაციითა და მოგუდვით, მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

ზუსტად ორი წლის წინ, 2018 წლის 12 ივნისს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ.