სენაკის რაიონის სოფელ ზანაში ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა. მძღოლი მანქანის ქვეშ მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები. მიმდინარეობს მძღოლის გამოყვანა, თუმცა ამწეს გარეშე სამუშაოს შესრულება ვერ ხერხდება, სწორედ ამწე- მისვლას ელოდებიან ადგილზე.
ჯერუცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზები.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სენაკის სამმართველოს თანამშრომლები უკვე მუშაობენ.