სემეკმა „გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ახალი ტარიფი დაუდგინა
სემეკმა „გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ახალი ტარიფი დაუდგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე იმსჯელა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალ ტარიფზე, ხოლო თბოელექტროსადგურებისთვის – გარანტირებული სიმძლავრის საფასურების დადგენის თაობაზე.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალმა ტარიფმა შეადგინა 1,895 თეთრი/მ3-ზე.

ტარიფი ძალაში შევა 2020 წლის პირველ იანვარს და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (2019 წლის 31 დეკემბრამდე კომპანიას დადგენილი ჰქონდა ტარიფი 1,870 თეთრი/მ3-ის ოდენობით).

რაც შეეხება თბოელექტროსადგურებს, მათთვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასური ძალაში იქნება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის ახალი საფასური განისაზღვრა 47,898 ლარით/დღეზე (2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი საფასური შეადგენდა 47,720 ლარს/დღეზე).

შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის ახალი საფასური შეადგენს 404,214 ლარს/დღეზე (2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი საფასური შეადგენდა 383,971 ლარს/დღეზე).

შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის ახალი საფასური განისაზღვრა 77,330 ლარით/დღეზე (2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი საფასური შეადგენდა 77,121 ლარს/დღეზე).

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის ახალი საფასური N3 ბლოკისთვის შეადგენს 25,159 ლარს/დღეზე; N4 ბლოკისთვის – 27,444 ლარს/დღეზე (2019 წლის 31 დეკემბრამდე გარანტირებული სიმძლავრის საფასური N3 ბლოკისთვის განსაზღვრული იყო 20,006 ლარით/დღეზე, ხოლო N4 ბლოკისთვის – 21,811 ლარით/დღეზე).

დატოვე კომენტარი