ევროპის ბაზრებზე ინდექსები ვარდნას განაგრძობს, ევროპის ინდექსი Stoxx 600, რომელიც ევროპაში 600 უდიდეს კომპანიას აერთიანებს, 6%-ით დაეცა, რაც 2023 წლის დეკემბრიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
ევროპის ბაზრებზე ინდექსები ვარდნას განაგრძობს. როგორც „გარდიანი“ იუწყება, დღეს დილიდან ევროპის ინდექსი Stoxx 600, რომელიც ევროპაში 600 უდიდეს კომპანიას აერთიანებს, 6%-ით დაეცა. ეს 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ფრანკფურტში გერმანულმა ინდექსიმა DAX-მა 10%-იანი ვარდნა განიცადა, ფრანგული ინდექსი CAC – 6,6%-ით, ხოლო იტალიური FTSE MIB – 5,7%-ით დაეცა.
ანალოგიური ვითარება იყო დიდ ბრიტანეთშიც. FTSE 100-ის ინდექსი 6%-ით დაეცა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა იყო.
როგორ „გარდიანი“ წერს, პროგნოზების მიხევდით, ვარდნა იქნება დღეს აშშ-ის საფონდო ბირჟებზეც.
წინასწარი ვარაუდით, ამერიკული ინდექსი S&P 500 კიდევ – 3,5%-ით, ხოლო Nasdaq-ი 4,5-ით დაეცემა.
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზრებზე ინდექსების ვარდნა აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სავაჭრო ტარიფებს მოჰყვა.