დონალდ ტრამპი - ჩვენ ვსაუბრობთ კირ სტარმერთან ტარიფების საკითხზე, ვფიქრობ, ის ძალიან კმაყოფილია, თუ როგორ მოვექეცით მათ ამ საკითხში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი „კმაყოფილია“ მათ მიმართ აშშ-ის სატარიფო მიდგომით.
„ჩვენ ვსაუბრობთ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ამ საკითხზე და ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. ჩვენ კარგი დიალოგი გვაქვს და ვფიქრობ, იგი ძალიან კმაყოფილია, თუ როგორ მოვექეცით მათ ტარიფების საკითხში“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე, მინიმუმ, საბაზისო 10%-იანი ტარიფი გამოაცხადა. დიდ ბრიტანეთს იმპორტის ყველაზე დაბალი საბაჟო განაკვეთი – 10% დაუწესდა.