სეისმური მონიტორინგის ცენტრი - ნენსკრას კატასტროფული ადიდება ახალწარმოქმნილ მყინვარულ ტბაზე განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ნენსკრას ხეობის ლანდშაფტზე მყინვარული ტბიდან დაწყებული მოვლენების გავლენის შესახებ გრაფიკას და ინფორმაციას ავრცელებს.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ნენსკრას კატასტროფული ადიდება ახალწარმოქმნილ მყინვარულ ტბაზე განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.
„ნენსკრას ხეობაში 5 ივლისს მომხდარი კატასტროფის მიზეზების შესწავლისას, სატელიტურმა მონაცემებმა გვაჩვენა, რომ თოვლის და მყინვარების სეზონურმა დნობამ და 4 ივნისის ინტენსიურმა წვიმამ გამოიწვია მდ. ნენსკრას აუზის მდინარეების ადიდება. თუმცა, კატასტროფამდე და კატასტროფის შემდეგ გადაღებული სატელიტური გამოსახულებების დეტალური ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მდ. ნენსკრას განსაკუთრებული, კატასტროფული ადიდება გამოიწვია მის მარჯვენა შენაკად მდ. ჰოკრილას ერთ-ერთ სათავეში ახალწარმოქმნილ მყინვარულ ტბაზე განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც დამატებით კვლევას საჭიროებს“, – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.