საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ 12 კანდიდატი შეარჩია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ 12 კანდიდატი შეარჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს გადაუგზავნა.

12 კანდიდატს შორის ვერ მოხვდნენ ჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ მფლობელი დავით კორახაშვილი და სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.

საბოლოოდ პარლამენტში 12 კანდიდატის სია გადაიგზავნა:

მალხაზ ასლამაზაშვილი – რეჟისორი;
ნინია კაკაბაძე – ჟურნალისტი;
დონარა შონავა – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
ზაზა შათირიშვილი – ფილოსოფოსი;
იზაბელა ოსიპოვა – სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
ხატია ყურაშვილი – კომუნიკაციების კომისიის ყოფილი პრესმდივანი;
ზვიად დევდარიანი – სიდა-ს ხელმძღვანელი;
ბესო ლილუაშვილი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი;
ნათია სირაბიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
ია მამალაძე – ჟურნალისტი;
ნათია კობერიძე – ჟურნალისტი;
ბაბუცა პატარაია – საფარის ხელმძღვანელი;