ევროპარლამენტარები მარიუშ კამინსკი და მალგოჟატა გოშევსკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის დასანქცირებას ითხოვენ

17:11, 05.05.2026

ევროპარლამენტარები მარიუშ კამინსკი და მალგოჟატა გოშევსკა სანქციების სიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეყვანას ითხოვენ.

შესაბამისი შესწორება კამინსკიმ და გოშევსკამ უკვე დაარეგისტრირეს.

ორი ევროპარლამენტარის შესწორების მიხედვით, სანქციათა სიაში უნდა შევიდნენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, რომლებიც, მათივე შესწორების მიხედვით, „პასუხისმგებელნი არიან მედიაპლურალიზმის მნიშვნელოვნად დაზიანებასა და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში“.

მსგავსი