სავარაუდოდ, CO-თი რუსთავში ექვსი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა.
წყლის გამათბობლის გამო, ერთი ოჯახის ექვსი წევრია მოწამლული, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
მოწამლულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბავშვები მკურნალობის კურსს ბავშვთა საავადმყოფოში გაივლიან.