რუსთავში ექვსი ადამიანი სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა

19:17, 10.01.2018

სავარაუდოდ, CO-თი რუსთავში ექვსი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა.

წყლის გამათბობლის გამო, ერთი ოჯახის ექვსი წევრია მოწამლული, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

მოწამლულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვები მკურნალობის კურსს ბავშვთა საავადმყოფოში გაივლიან.

მსგავსი