ქუთაისში 21 წლის ახალგაზრდა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს 
ქუთაისში 21 წლის ახალგაზრდა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს 

ქუთაისში, საცხოვრებელ ბინაში 21 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქალი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.