რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მოწამლული დედა და ექვსი წლის ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოებში გადაიყვანა. დედა-შვილს პირველადი დახმარება გაეწიათ, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ამასთან, რუსთავში წუხელ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის მეორე შემთხვევაც დაფიქსირდა. სამი მამაკაცი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. სამივე მათგანი საავადმყოფოდან დღეს, დილით გაწერეს.