სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები თვითიზოლაციას გაივლიან
„აჭარა ჯგუფის“ ინფორმაციით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები ორკვირიან თვითიზოლაციას გაივლიან.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მმართველობაში არსებული ყველაზე მასშტაბური და მრავალოთახიანი სასტუმრო Holiday Inn Tbilisi სახელმწიფოსთვის დაგვეთმო. სასტუმრო უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს მიიღებს, რომელთაც სავალდებულო ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდის გავლა უწევთ.
გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, რომლებმაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს. მივყვებით ყველა რეკომენდაციას და ვიცავთ უსაფრთხოების მკაცრ ნორმებს, რათა მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ თვითიზოლაციაში მყოფი სტუმრებისთვის“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.