საშობაო ალილო თბილისში [ფოტო]
საშობაო ალილო თბილისში [ფოტო]

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში ტრადიციული ალილო მოეწყო. მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდა.

მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ნობათი მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გაიგზავნება.

თბილისის გარდა, ალილო საქართველოს რეგიონებშიც მოეწყო.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.