სასამართლო დარბაზში მიხეილ სააკაშვილმა და სანდრა რულოვსმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს [ვიდეო]
კიევში, პეჩერსკის სასამართლოს დარბაზში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა და სანდრა რულოვსმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს.
მანამდე სასამართლო დარბაზში მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა უკრაინის ჰიმნი შეასრულეს, რომელიც დაასრულეს შეძახილებით „დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!“
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში იმყოფება, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.