პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს [ვიდეო]

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ოპოზიციის ორგანიზებული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე სამ საათზე მეტია, მიმდინარეობს.

როგორც ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს 20:00 საათამდე აძლევენ დროს, რათა ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გადააყენოს. მელიას თქმით, ამის შემდეგ ისინი მზად არიან შეხვდნენ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვა გააცნო.